დამთავრდა,ჩემი აზრით,ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგი.
დღეს თითოეული ჩვენგანი პრეზენტატორი იყო.მივიღეთ რეკომენდაციები კოლეგებისგან,რაც პროექტების უკეთ განხორციელებაში დაგვეხმარება.
მიუხედავად იმისა,რომ სამუშაო და დავალებები საკმაოდ გვქონდა,უზომოდ კმაყოფილი ვარ.ბოლოს და ბოლოს "სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების". ჩემი სიტკბო კი ის არის,რომ ბევრი რამ ვისწავლე როგორც ტექნოლოგიური,ასევე თეორიული თვალსაზრისით. ვფიქრობ, უფრო აქტიურსა და საინტერესოს გავხდი სასწავლო პროცესს და მოსწავლეებიც მეტად მოტივირებულნი იქნებიან.
დიდი მადლობა უნიჭიერეს, პროფესიონალსა და უზომოდ განათლებულ ადამიანს,ქალბატონ ლალი გიგაურს, ძალიან საჭირო,მნიშვნელოვანი და ყოველთვის ზუსტი რჩევებისათვის.ღმერთმა უმრავლოს საქართველოს მისნაირი ადამიანები!
No comments:
Post a Comment