Sunday, May 7, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

დამთავრდა,ჩემი აზრით,ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგი.
დღეს თითოეული ჩვენგანი პრეზენტატორი იყო.მივიღეთ  რეკომენდაციები კოლეგებისგან,რაც პროექტების უკეთ განხორციელებაში დაგვეხმარება.
მიუხედავად იმისა,რომ სამუშაო და დავალებები საკმაოდ გვქონდა,უზომოდ კმაყოფილი ვარ.ბოლოს და ბოლოს "სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების". ჩემი სიტკბო კი ის არის,რომ ბევრი რამ ვისწავლე როგორც ტექნოლოგიური,ასევე თეორიული თვალსაზრისით. ვფიქრობ, უფრო აქტიურსა და საინტერესოს გავხდი სასწავლო პროცესს და მოსწავლეებიც მეტად მოტივირებულნი იქნებიან.
დიდი მადლობა უნიჭიერეს, პროფესიონალსა და უზომოდ განათლებულ ადამიანს,ქალბატონ ლალი გიგაურს, ძალიან საჭირო,მნიშვნელოვანი და ყოველთვის ზუსტი რჩევებისათვის.ღმერთმა უმრავლოს საქართველოს მისნაირი ადამიანები!

Saturday, May 6, 2017

მერვე დღის რეფლექსია

ვაიმე,ძალიან დავიღალე! უნდა ითქვას,რომ თავი მაღლა არ აგვიწევია.
უპირველეს ყოვლისა,ვისაუბრეთ საშინაო დავალებაზე,ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირებაზე.დავუბრუნდით პროექტის გეგმის შაბლონს და უკვე სასწავლო პროცედურები გავწერეთ.ვიმსჯელეთ და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების ცხრილი.
რაც მთავარია,ტრენინგი დასასრულს უახლოვდება,წინ ნათელი ჩანს.