„ბედი იმისია, ვინც ძლიერია, ძლიერი კი მარტო მცოდნე
კაცია“ - ილიას ეს სიტყვები თანამედროვე საქართველოსთვისაც ისეთივე აქტუალურია, როგორიც
საუკუნე-ნახევრის წინათ.
მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნობიან ილიას ბიოგრაფიას, დაუკვირდებიან, რა გზით ცდილობდა იგი განათლების პოპულარიზაციას და რა ნაბიჯებს დგამდა ამ მიმართულებით,შეისწავლიან ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტურ წერილს „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“
, გაეცნობიან მის ნაწარმოებებს: „მგზავრის წერილებს“, „ოთარაანთ ქვრივს“, „კაცია-ადამიანს“,"გლახის ნაამბობს" „საახალწლოდ“, წერილებს-„სახალხო განათლების საკითხებზე“,მათზე დაყრდნობით გააანალიზებენ, რატომ მიაჩნია მწერალს განათლება ადამიანის
უპირველეს მოვალეობად. დაუკავშირებენ ილიას მოსაზრებებს თანამედროვე საქართველოს, იმსჯელებენ, რამდენად აქტუალურია
დღეს მწერლის მიერ დასმული პრობლემები, შეადგენენ
კითხვარებს და ჩაატარებენ სოციალურ კვლევას - როგორია განათლების დონე თანამედროვე საზოგადოებაში და რა არის
განათლებულობის კრიტერიუმები.
შეაჯერებენ თვალსაზრისებს და პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ.
კარგია იდეაა, აქტუალური დღევანდელბისათვის. გისურვებთ წარმატებებს
ReplyDeleteარაჩვეულებრივი იდეაა ქალბატონო ლალი.მოსწავლეები ილიას შემოქმედებას ასე ახლოს რომ გაეცნობიან,უკვე განათლების დონე აიწევს.მითუმეტეს განათლებას თუ უპირველეს მოვალეობად ჩათვლიან აღარასოდეს დავსვამთ ქართველები ამ შეკითხვას-,,გვეშველება რამე?" დიდი მადლობა თქვენ ასეთი პროექტის განხორციელებისათვის.გისურვებთ წარმატებებს.
ReplyDelete