Sunday, April 30, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს დატვირთულზე დატვირთული დღე გვქონდა.გადავხედეთ წინა ტრენინგის მასალებს,გავარკვიეთ და დავაზუსტეთ ბუნდოვანი ადგილები.ვიმუშავეთ ყველაზე არსებითსა და მნიშვნელოვანზე-მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციაზე,მივიღეთ რჩევები მისი საბოლოო კონსტრუირებისათვის,გადავიტანეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბლოგზე.ვისწავლეთ სასურველი ვიდეოს ბლოგზე გადატანა.
სახლში უნდა გავეცნოთ მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკას,რათა შევძლოთ მისი შესაბამისად ადაპტირება, და შევინახოთ გუგლდრაივში.

მოსწავლის ნაშრომი

Saturday, April 29, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს კვლავ დატვირთული დღე გვქონდა.ტრადიციულად,მიმოვიხილეთ საშინაო დავალება,შემდეგ გავიხსენეთ ბლოგზე ახალი გვერდების ჩამატება,დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე,გავეცანით საავტორო უფლებებს და მოსწავლის ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებს.
ძალიან დავიღალეთ,მაგრამ ბევრი რამ ვისწავლეთ.

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგი კვლავ საშინაო დავალების მიმოხილვით დავიწყეთ.ბლოგზე გავწერეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს კომენტარების საშუალებით.
თუ წინა მეცადინეობაზე ბლოგში ფურცლის ჩამატება ვისწავლეთ,ახლა უკვე ზედმეტი ფურცლის წაშლა გავიხსენეთ,
ტრენინგის უმნიშვნელოვანესი თემა იყო ბლოგზე პორტფოლიოს გადმოტანა, რომელშიც  პროექტის გეგმა მოვათავსეთ.ასევე მივიღეთ საშინაო დავალება,პროცედურებამდე შეგვევსო პროექტის გეგმა.

Sunday, April 23, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა- 1)ვის შეიძლება ვუწოდოთ განათლებული ადამიანი?
                                2)როგორ ცვლის განათლება საზოგადოებას?
თემატური კითხვები:1) რატომ იყო  მნიშვნელოვანი ილია ჭავჭავაძის ეპოქაში რეფორმების გატარება,კერძოდ,აქცენტის განათლებაზე გადატანა?
2 )რამდენად აქტუალურია განათლების ნაკლებობის პრობლემა თანამედროვე საქართველოში?
3)რა ფაქტორები უშლის ხელს ჩვენს ქვეყანას,რომ მიაღწიოს განათლების მსოფლიო სტანდარტებს?
4)რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის გადასაჭრელად?
5)რას გავაკეთებ მე,როგორც მოქალაქე?
შინაარსობრივი კითხვები:1)რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ილია ჭავჭავაძე?
2)რა კონკრეტულ ღონისძიებებს მიმართავდნენ ილია და მისი თანამოაზრეები განათლების ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად?
3)რომელ ნაწარმოებებში მსჯელობს ილია განათლების მნიშვნელობის შესხებ?

Saturday, April 22, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

დღესაც ბევრი ვიმუშავეთ.მიუხედავად ტექნიკური ხარვეზისა,არც ქალბატონი ლალი დანებდა,არც ჩვენ და მრავალი საინტერესო რამ ვისწავლეთ.
ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის მიმოხილვით.ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება და ვებსაიტის შექმნა;ვისაუბრეთ და მოვსინჯეთ ძალა პროექტის ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების შედგენაში;გავეცანით პროექტის შეფასების დროის ჩარჩოსა და შეფასების ინსტრუმენტებს;დავწერეთ მოკლე ანალიზი; ჩამოვაყალიბეთ, მოსწავლეთა რა ცოდნაზე უნდა ავაგოთ ჩვენი პროექტი.
ერთი სიტყვით,საკმაოდ ნაყოფიერი დღე გვქონდა.

Sunday, April 9, 2017

მესამე დღის რეფლექსია

 დღე საინტერესო და დატვირთული იყო.უპირველეს ყოვლისა,განვიხილეთ საშინაო დავალება,კერძოდ პროექტის იდეა,მივიღეთ საინტერესო და საჭირო რეკომენდაციები  ტრენერისაგან.შევეხეთ საგნობრივ სტანდარტებს და მივიღეთ რჩევები,როგორ ჩამოვაყალიბოთ იდეასა და სტანდარტთან შესაბამისი სასწავლო მიზნები. ჩვენი პროექტის შესაბამისი სასწავლო მიზნები გავწერეთ ბლოგზე.
მივიღეთ  და ჩავინიშნეთ საშინაო დავალება.რომ გეგმაში შევიტანოთ საგნობრივი სტანდარტიდან შესაბამისი ამონარიდები და ის 21-ე საუკუნის უნარები,რომელთა განვითარებაც გვსურს მოსწავლეებში.

პროექტის სასწავლო მიზნები



  • ინტერნეტისა და ბეჭდვითი წყაროების  დახმარებით მოსწავლეები გაეცნობიან ილიასდროინდელი საზოგადოების ისტორიულ ასპექტებს, თერგდალეულთა მოძრაობას, მათ ჩართულობას ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში 
  •  მოიძიებენ და გაეცნობიან ილია ჭავჭავაძის როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებებეს,  ასევე - პუბლიცისტურ წერილებს.
  • მოძიებულ მასალაში გამოკვეთენ იმ ადგილებს, რომლებშიც ილია განათლებაზე საუბრობს, ასევე მის ბიოგრაფიაში გაამახვილებენ ყურადღებას საგანმანათლებლო საქმიანობაზე.
  • დაახარისხებენ მოპოვებულ  ინფორმაციას.
  • მოამზადებენ კითხვარებს, ჩაატარებენ კვლევას, შექმნიან პრეზენტაციას,რომელშიც განათავსებენ კვლევის შედეგებს.
  •  იმსჯელებენ, გაავლებენ პარალელებს წარსულსა და აწმყოს შორის, გამოკვეთენ მსგავსებებსა და განსხვავებებს, გამოთქვემენ და დაასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებებს, მოუსმენენ სხვის არგუმენტებს , ჩაერთვებიან დებატებში.
  • გააკეთებენ დასკვნებს და წარადგენენ მათ მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე.

Sunday, April 2, 2017

ილია და განათლების მნიშვნელობა."ბედი იმისია,ვინც ძლიერია".

„ბედი იმისია, ვინც ძლიერია, ძლიერი კი მარტო მცოდნე კაცია“ - ილიას ეს სიტყვები თანამედროვე საქართველოსთვისაც ისეთივე აქტუალურია, როგორიც საუკუნე-ნახევრის წინათ. 
მოსწავლეები ს
იღრმისეულად გაეცნობიან ილიას ბიოგრაფიას, დაუკვირდებიან, რა გზით ცდილობდა იგი განათლების პოპულარიზაციას და რა ნაბიჯებს დგამდა ამ მიმართულებით,შეისწავლიან ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტურ წერილს „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“ , გაეცნობიან მის ნაწარმოებებს: „მგზავრის წერილებს“, „ოთარაანთ ქვრივს“, „კაცია-ადამიანს“,"გლახის ნაამბობს" „საახალწლოდ“, წერილებს-„სახალხო განათლების საკითხებზე“,მათზე დაყრდნობით  გააანალიზებენ, რატომ მიაჩნია მწერალს განათლება  ადამიანის უპირველეს მოვალეობად.  დაუკავშირებენ ილიას მოსაზრებებს თანამედროვე საქართველოს, იმსჯელებენ, რამდენად აქტუალურია დღეს მწერლის მიერ დასმული პრობლემები,  შეადგენენ კითხვარებს და ჩაატარებენ სოციალურ კვლევას - როგორია განათლების დონე თანამედროვე საზოგადოებაში და რა არის განათლებულობის კრიტერიუმები. 
შეაჯერებენ თვალსაზრისებს და პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ.